მოკლე შინაარსი

БОЛЬШОЙ КЛЕНОВЫЙ ЛИСТ.
    Давно уж облетели последние листья с веток дуба,грабов и буков.И только большой кленовый лист алел в сумерках леса.
 Лист точно кого-то ждал...»Кого ты ждёшь,бедолага?,-журчал ручеёк,-Спускайся ко мне,я покажу тебе красивейшие места,и где понравится,там и оставайся».Но листок не отвечал.
    Барсук бурчалсебе под нос,не лучше ли  ему быть рядом со своими? Дуб же сердился,слабый листок,а какую твёрдость  проявляет. Шёл дождь,дул ветер,кленовый листок по-прежнему чего-то ждал....
   Однажды небо нахмурилось,подул холодный ветер.Когда ветер чуть стих,пошёл дождь.Дождь
сменил снег.Когда рассвело,на ветках деревьев лежал снег.Красный кленовый листочек был заснежен,но по-прежнему прочно держался на краю ветки. К полудню взошло солнышко,снег рас-
таял. К вечеру  с вершин деревьев облетели последние снежинки.Лес наполнился какой-то таинственой печалью. И тут к старому дубу подошёл олень.Он шёл тихо и задумчиво. Спустился в овраг,припал к воде,потом поднял голову и остановился удивлённый.Большой красный листок сорвался  с дерева и упал на снег.,совершенно беспомощный.
    Оленя охватила какая-то удивительная печаль,он поднял голову и заревел. Всё это видел старый
дуб.Так вот оказывается  кого ждал большой кленовый лист! У дуба  возникло желание:он захотел
поднять голову, как олень и зареветь,но не смог этого сделать.Он стоял тихо.Почки потихоньку
наполнялись капельками.Капли эти были его слезами.

თამარ სოზიაშვილი
https://drive.google.com/file/d/0B0ccfWqIwGitMW5IZzBXMXZEdjQ/view?usp=sharing

მარიამ ბელთაძე

ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი

ათას   ჭირვარამში  გამოვლილი მუხა ალანძული იდგა, მისი სქელი დალაქული ფოთლები ძირს იყო დაფენილი, რომელნიც  ნიავის წამობერვაზე ცოტა თუ შეთრთოლდებოდნენ. მხოლოდ  ნეკერჩხლის  დიდი ფოთოლი ღუდღუდებდა კბოდეზე. ტყის ბინადარნი დარწმუნებულნი იყვნენ,   რომ  ის ვიღაცას ელოდა.
ცნობისმოყვარე წყარო შეჰრაკრაკებდა; -- ვის ელი ,შე საბრალოვ! ჩამოდი ჩემთან  და ულამაზეს ადგილს დაგასახლებო,მაგრამ   ფოთოლი ხმას არ იღებდა.
მაჩვი ყოველ დილით ზიზღით შეხედავდა და თავისთვის ჩაილაპარაკებდა: ნეტავ ვის ელის ეს ტუტუცი! არ ურჩევნია თავისიანების გვერდით იყოს?!
მუხას  ფოთლის  სიმტკიცე აბეზრებდა, თუ  როგორ შეეძლო ასეთ სუსტს, ასეთი სიმტკიცის შენარჩუნება, რომელსაც არც წვიმა და არც ქარი არ აშინებდა.
ერთ დღესაც ზამთრისპირულად მოიქუფრა, ნოტიო ნიავმა   მთელი დღე იქროლა, შემდეგ  ჩადგა და წვიმა წამოვიდა, წვიმას თოვლი მოჰყვა და  მთელ ტყეს უმტვერო სუფრასავით დაეფინა, თოვლმა  ნეკერჩხლის ფოთოლიც დაამძიმა, მაგრამ მისი სიმტკიცე ვერ გატეხა, მან არც წყლის დაჟინებულ თხოვნას არ მიაქცია ყურადღება, ის მხოლოდ სდუმდა.
შუადღისას  მზე გამოვიდა , ტყე ახმაურდა , მიწაზე დაფენილი თოვლი ქაფქირივით დაიხვრიტა, საღამოს კი ისევ სიჩუმემ  დაისადგურა, დედა ბუნება  სევდას მიეცა და ამ დროს ბებერ მუხასთან ბებერი ხარირემი გამოჩნდა.მოწყენილი, მაგრამ დინჯი ნაბიჯით მივიდა წყალთან და დაეწაფა, მერე მაღლა ასწია თავი. კბოდეზე ფოთოლი შეამჩნია, რომელიც თრთოდა  და ცახცახებდა,ირემმა კისერი წაიგეძელა, უცებ ფოთოლი მოწყდა , ფარფატით მიწისკენ წამოვიდა ,წამით ჰაერშიც კი შედგა, შემდეგ მოეშვა და თოვლზე დაეცა. ირემმა დრუნჩი მიიტანა, ჩლიქის გაკვრა  დააპირა, უცებ შედგა, რაღაც საოცარმა ნაღველმა შეიპყრო, თავი ასწია და დაიბღავლა. მისი ხმა  გლოვის ზარივით გაისმა ტყეში , ისე რომ უძრავი ლურჯი  ჰაერიც შეზანზარდა და შეთრთოლდა.
ბებერმა მუხამ ეს ყოველივე  დაინახა, ის კიდევ ბევრის მნახველი იყო ,მასაც უნდოდა ირემივით  დაებღავლნა, ისე რომ  მთელ ტყეს გაეგონა, მაგრამ მას ეს არ შეეძლო , მხოლოდ კვირტების უბეები წვეთებით ევსებოდა , ეს მისი ცრემლები იყო.

4 comments:

  1. ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი
    რევაზ ინანიშვილი
    (შინაარსი - მარიამ ბელთაძე)

    ReplyDelete
    Replies
    1. ანალიზი გაქვთ

      Delete
    2. ირემზე პერიფრაზი გააქვთ?

      Delete